Natia Dekanosidze
- Founder & CEO
- Vision & Ideation Architect
- Full-Stack Web Developer
- Digital & Creative Strategist
- +995 555 490 989
- natia@cbm.ge
- natia.cbm.ge
- საქართველო
ჩემი მიღწევები
ჩემი ტექნიკური უნარები
მენეჯმენტი და კრეატიული უნარები
რბილი უნარები
სავიზიტო ბარათი
პროფესიული აღწერა
დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი | ხედვისა და იდეების არქიტექტორი | Full-Stack Web Developer | ციფრული და კრეატიული სტრატეგი.
📝 ჩემ შესახებ
პირველ რიგში, ვარ ადამიანი, რომელსაც შთაგონება მოაქვს ბუნებიდან, ხელოვნებიდან და ყოველდღიური ცხოვრების სიღრმიდან.
ვარ Full-Stack Web Developer და ციფრული პროდუქტის შემქმნელი 9+ წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით. ჩემი ძირითადი ძალაა — იდეების შექმნა და მათი დამოუკიდებლად სრულფასოვან ვებპროექტებად გარდაქმნაა. ეს პროცესი ჩემთვის ორგანულია და მოიცავს მთელ ციკლს: ინსპირაციიდან – ტექნიკურ განხორციელებამდე.
მაქვს უნარი, იდეის დაბადებიდან საბოლოო ციფრულ პროდუქტამდე ყველაფერი განვახორციელო დამოუკიდებლად: კონცეფცია, UX/UI დიზაინი, ტექნიკური არქიტექტურა, ფუნქციონალის აწყობა, SEO და სისტემის მართვა.
ვარ ორი დამოუკიდებელი ორგანიზაციის — შპს „სი ბი ემ ჯი“ (CBMG) და ა(ა)იპ „საქველმოქმედო ფონდი სიმი“ (CFS) — დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. ორივე პლატფორმის ვებ და ციფრული ინფრასტრუქტურა სრულად ჩემი მიერ არის შექმნილი, განვითარებული და მართულიც — ერთი ადამიანის ხედვით, შესრულებით და შესაძლებლობით.
ვქმნი პროექტებსა და ციფრულ პლატფორმებს, რომლებიც ადამიანის ჯანსაღ, შემოქმედებით და დამოუკიდებელ ცხოვრებასა და განვითარებას უწყობს ხელს. ჩემი მთავარი მისიაა — შევქმნა ეკოსისტემა, სადაც ადამიანობა დარჩება როგორც ღირებულება და როგორც მთავარი მამოძრავებელი ძალა.
ეკოსისტემა, რომელიც ტექნოლოგიას არ იყენებს ადამიანურობის დასავიწყებლად, არამედ პირიქით — მისი გაძლიერებისთვის. ჩემი მთავარი მიზანია, ტექნოლოგია იქცეს ადამიანურობის, ფასეულობების, ემოციისა და სულიერი თავისუფლების მხარდამჭერ და გამაძლიერებელ ძალად.
ჩემს საქმიანობასა და როლში შედის კომპანიის ხედვის ჩამოყალიბება, ინოვაციური სისტემების არქიტექტურა და სტრატეგიული მართვა, რაც უზრუნველყოფს პროექტების ტექნიკურ სისწორეს, მიზანმიმართულობას და მომხმარებელზე მორგებულ შედეგს.
შესაბამისად, ვიცი, როგორ ვაქციო იდეა ძლიერი, სიცოცხლისუნარიანი ბიზნეს პროექტად — ფუნქციური, ტექნიკურად გამართული და ღირებულებაზე ორიენტირებული ციფრული პროდუქტით.
💼 სამუშაო გამოცდილება
📍 შპს სი ბი ემ ჯი (CBMG) 2021–დღემდე
დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი | ხედვისა და იდეების არქიტექტორი | Full-Stack Web Developer | ციფრული და კრეატიული სტრატეგი.
- კომპანიის სტრატეგია, პროექტების იდეებზე მუშაობა და რეალიზაცია
- ვებ პროექტების იდეების მოფიქრება და განხორციელება
- ციფრული პროდუქტების შექმნა ვებ პლატფორმაზე
- პროექტების დამოუკიდებელი მენეჯმენტი – იდეიდან საბოლოო რეალიზაციამდე
- ვებსაიტების დიზაინი, სტრუქტურა და ფუნქციონალის აწყობა
- სოციალური და ბიზნეს პროექტების მართვა
- ყველა პროექტი — ერთი ადამიანის შექმნილი
📍 საქველმოქმედო ფონდი „სიმი“ (CFS) 2022–დღემდე
დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი | ხედვისა და იდეების არქიტექტორი | Full-Stack Web Developer | ციფრული და კრეატიული სტრატეგი.
- სოციალური პროექტების ინიცირება, ვებსაიტების აწყობა, ციფრული ინფრასტრუქტურა
📍 ფრილანსერი
ვებ დეველოპერი 2016–დღემდე
- მრავალმხრივი ვებ პროექტების / ვებსაიტების შექმნა სხვადასხვა ინდუსტრიაში
გაყიდვების მთავარი მენეჯერი – შპს საქსეს გრუპ, თბილისი 2014 – 2016
- პოტენციური კლიენტების მოძიება
- კლიენტების ბაზის შექმნა
- ტელემარკეტინგი
- მომსახურების ხარისხის კონტროლი
- გაყიდვების მართვა
დამფუძნებელი / აღმნასრულებელი დირექტორი – შპს ჯუთი ბუმი, თბილისი 2013-2014
- კომპანიის მართვა და კონტროლი
- ბიზნეს იდეის დაგეგმარება და განხორციელება
- ეიჩარი
- თანამშრომლების გადამზადება
- მარკეტინგი და მენეჯმენტი
ბიზნეს განვითარების მენეჯერი – შპს BeSmart, თბილისი 2012-2013
- პოტენციური კლიენტების მოძიება
- ბაზის შექმნა
- ტელემარკეტინგი
- ფასდაკლებების შეთავაზება
- კლიენტებთან ხელშეკრულებების პირობების შეთანხმება და გაფორმება
- მომსახურების ხარისხის კონტროლი
- გაყიდვების მართვა
გაყიდვების მთავარი მენეჯერი – შპს Royce Group, თბილისი 2011-2012
- სადისტრიბუციო ქსელის აწყობა
- დისტრიბუტორების მიღება და მათი მუშაობის კონტროლი
- ბაზარზე ახალი ენერგეტიკული სასმელის შეტანა
- მარკეტინგული ანალიზი
- რეპორტინგი
- მენეჯმენტი
- PR
პროექტის მენეჯერი – შპს Batoil, თბილისი 2007-2011
- კახეთის რეგიონში სპეციალური უხვმოსავლიანი მზესუმზირის დათესვის ორგანიზება
- ადგილობრივ ფერმერებთან პროექტის პირობების შეთანხმება
- საბუთების მოწესრიგება
- ხელშეკრულებების გაფორმება
- ფერმერების დაინტერესება და პროექტში ჩართვა
- საჭირო ტექნიკის შემოყვანის კონტროლი
სუპერვაიზერი:
- დისტრიბუციის მუშაობის კონტროლი
- მერჩენდაიზინგის კონტროლი
- რეპორტინგი
- ბაზრის კვლევა და ანალიზი
- PR
ოპერატორი – ს/ს ლიბერთი ბანკი, რუსთავი 2005-2007
- ფიზიკური პირების მომსახურება
- იურიდიული პირების მომსახურება
- გზავნილების მიღება და გაგზავნა
- ბუღალტერის თანაშემწე
🛠️ უნარები
ტექნიკური:
- WordPress / Elementor / WooCommerce / Dokan / Directorist
- HTML, CSS, PHP (საბაზისოდ)
- Canva, Adobe Photoshop
- Google Ads
- SEO
- Email Marketing
- Google Workspace
- MS Office
მენეჯმენტისა და კრეატიული უნარები:
- იდეების გენერაცია და სტრატეგიული განვითარება
- პროექტების ეფექტიანი დაგეგმვა, მართვა და წარმატებით განხორციელება
- ციფრული პროდუქტების კონცეფციის შექმნა და სრული განახლება
- მომხმარებელზე მორგებული ინოვაციური და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების შემუშავება
- გუნდის მოტივირება და ხელმძღვანელობა პროექტის მიზნების მისაღწევად
- კომპლექსური ციფრული ეკოსისტემების დაგეგმვა და მართვა
- ტექნოლოგიური ტრენდების ანალიზი და ინოვაციური შესაძლებლობების ინტეგრირება
- ტექნიკური და ციფრული არქიტექტურის შექმნა და სტრატეგიული დაგეგმარება
რბილი უნარები:
- ბუნებრივი ლიდერობა და ორგანიზების უნარი
- მენეჯერული უნარი
- პასუხისმგებლობა და სიტყვის ფასი
- სანდოობა და შრომისმოყვარეობა
- მიზანდასახულობა და დეტალებზე ორიენტაცია
- კრეატიული ხედვა და სტაბილური მიდგომა
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- გუნდის მოტივაცია და კონფლიქტების მშვიდობიანი მართვა
- დროის ეფექტური მართვა და პრიორიტეტების განსაზღვრა
- ცვლილებების მართვა
- მიზნებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება
- ემოციური ინტელექტი და ღრმა ემპათია
- სუბკონციური სიგნალის აღქმა და ადამიანების ინტუიციური წაკითხვის უნარი
🎓 განათლება და სერთიფიკატები
- ტურიზმის მენეჯმენტი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- WordPress და E-commerce საბაზისო კურსი – თილანსერი
- ბიზნესის მართვა – ევროპის ბიზნეს სკოლა
- ბუღალტრული აღრიცხვა – BAF
- სხვადასხვა თემატური ტრენინგები ლიდერობასა და ორგანიზაციულ განვითარებაში
- გავლილი მაქვს სხვადასხვა ტრენინგი ლიდერობის, ორგანიზაციული განვითარების და ორგანიზაციის მართვის მიმართულებით.
🎯 რისი შეთავაზება შემიძლია
- ვებსაიტებისა და ბიზნეს პორტალების სრულფასოვანი შექმნა, მათ შორის კორპორატიული საიტები, პორტფოლიოები, ონლაინ მაღაზიები, განცხადებების პლატფორმები და სხვა ინდივიდუალური ვებსაიტები
- კომპლექსური ციფრული ეკოსისტემებისა და მრავალპროექტიანი პლატფორმების დაგეგმვა და განვითარება
- ბრენდის კონცეფციის შექმნა და ციფრული იდენტობის სტრატეგიული ფორმირება
- იდეების ვიზუალიზაცია და მათი ტექნიკური რეალიზაცია ინოვაციური არქიტექტურის მიხედვით
- პროექტების მართვა, გუნდის ხელმძღვანელობა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება
- ვებპროექტების ტექნიკური მხარდაჭერა და კონსულტაციები
🎨 ინტერესები, ჰობი და შთაგონება
- ფერწერა, ქანდაკება, პოეზია, კინო, თეატრი, ფოტოგრაფია
- კითხვა, წერა, მუსიკა
- ლაშქრობა, მოგზაურობა, მებაღეობა
- ფიზიკური აქტივობა და თვითდისციპლინა
- ცურვა, ველოსპორტი
- ხელსაქმე: ხეზე, თიხაზე და ტყავზე მუშაობა, პურის, ყველისა და ღვინის დამზადება
- კულინარია — ჯანსაღი კვება, ხორცის დამუშავება და მომზადება, ცეცხლზე მომზადებული კერძები
- ფსიქოლოგია და თვითგანვითარება
- იდეების გენერაცია და ციფრული ინოვაციები